“ენმ”-მ ხაშურში მერობის კანდიდატი და მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის 16 კანდიდატი წარადგინა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ და პარტიის სხვა ლიდერებმა ხაშურში მერობის კანდიდატი და მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის 16 კანდიდატი წარადგინეს.

ხაშურის მერობის კანდიდატი გიორგი მახათაძე იქნება, პარტიის სახელით მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი როინ მახარობლიძე იქნა წარდგენილი.

ლიდერებმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს, რომელიც რეგიონის განვითარებაზეა ორიენტირებული. მერობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევაში ინფრასტრუქტურული პროექტების განახლებას და განხორციელებას დაჰპირდა, რაც ხაშურში მცხოვრები მოსახლეობისათვის დამატების სამუშაო ადგილებს შექმნის.

„ყველაფერში წარუმატებელია ხელისუფლება და საკუთარ ტყავზე იწვნია მოსახლეობამ, მათ შორის ხაშურის. ცვლილებების აუცილებლობა დგას და მე დარწმუნებული ვარ რომ ხაშურის მოსახლეობა 22 ოქტომბერს გააკეთებს სწორ არჩევანს, საკუთარი ქალაქისა და საკუთარი კეთილდღეობის სასარგებლოდ,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიყაზბეგის გამზირიდან პეკინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატიაბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს 500 თანამშრომელი ჩაერთო