ენმ-მ გუშინ ყველა ატყუა, როცა ამბობდა, რომ პარლამენტმა მელია დააპატიმრა – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე გამორიცხავს, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების მიზეზი მძლავრი საერთაშორისო ზეწოლა იყო. მდინარაძის განცხადებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების შესახებ დამოუკიდებელმა სასამართლომ იმსჯელა.

“დღეს “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს დააბრალებს ნიკა მელიას პრაქტიკულ შინა პატიმრობას, გარდა იმისა, რაც არის სიმართლე, სიმართლე არის დამოუკიდებელი სასამართლო. სიმართლე არის ასევე ის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გუშინ ყველა ატყუა, როცა ამბობდა,რომ საქართველოს პარლამენტმა დააპატიმრა. ხომ აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო?

საქართველოს პარლამენტმა გასცა თანხმობა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურას მიემართა სასამართლოსთვის. სასამართლომ გადაწყვიტა ასე, რომ გირაო მკაცრი პირობებით, პრაქტიკულად ნიშნავს შინაპატიმრობას, მას შეეფარდა გირაო, რომლის მიხედვითაც ის ვერ გადაადგილდება ქვეყნის გარეთ“-განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება კითხვას – იყო თუ არა დაკვეთა სასამართლოსთვის, რომ ნიკა მელიასთვის აეკრძალათ საჯარო გამოსვლებში მონაწილეობა, მდინარაძე ამბობს, რომ პირველად ახლა შეიტყო,რომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს სასამართლომ ეს აკრძალვა დაუწესა.

banner
წინა სტატიაში“Э́хо Москвы́”-ს მთავარი რედაქტორი, ხინკლის და ბორჯომის ფოტოს აქვეყნებს
შემდეგი სტატია,,უპატრონო საქოცეთს გავრილოვი დაეპატრონა-ო…!”-ცოტნე გამსახურდია