ენმ-მ ეთიკის საბჭოს სარჩელით მიმართა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ” წევრებმა პარლამენტის ეთიკის საბჭოს სარჩელით მიმართეს. სარჩელში სასესიო დარბაზში შალვა პაპუაშვილის, ირაკლი ზარქუასა და ლევან მგალობლიშვილის მიერ ქალი დეპუტატების მიმართ ძალის გამოყენებაა დაგმობილი.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ამ ფაქტს უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება და ამისთვის ყველა ბერკეტს გამოიყენებენ, თუმცა “ქართული ოცნების” პირობებში ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ.

“ეთიკის კომიტეტი ვალდებულია, რომ განიხილოს ეს საკითხი და ვალდებულია, გამოიტანოს დასკვნა რაც მოხდა იქ. რეალურად გამოსაძიებელი არაფერია. თქვენ პირდაპირ ეთერში ნახეთ რაც ხდებოდა, მაგრამ ფორმალურად მაინც უნდა გავაკეთოთ ეს, რადგან ასეთი საქციელი პარლამენტში უნდა შეჩერდეს, უნდა აიკრძალოს”,- ამბობს ნონა მამულაშვილი.

banner
წინა სტატიაშიროგორია მარნეულში დაჭრილების მდგომარეობა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკის მისაზრებით, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე ჯანსაღი კონკურენციის გზით არ წავა