“ენმ” ლომჯარიას მხარს უჭერს

ნინო ლომჯარიას კანდიდატურას სახალხო დამცველის თანამდებობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მხარს უჭერს. პარტიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მესამე სექტორის კანდიდატის შერჩევას მიესალმებიან.

„საპარლამენტო უმრავლესობამ ეს პროცესი ჩაატარა გამჭვირვალობის ნულოვანი ხარისხით, არავითარი კონსულტაციები არ ჰქონდათ საპარლამენტო ოპოზიციასთან. ჩვენ გავითვალისწინეთ არასამთავრობო სექტორის აზრი. ინიციატივით გამოვიდა არასამთავრობო სექტორი, არის მისასალმებელი. ამ პროცესს ვუჭერთ ჩვენ მხარს,“ – აცხადებს “ენმ”-ის წევრი რომან გოცირიძე.

საპარლამენტო უმცირესობა “ევროპული საქართველო” კი ლომჯარიას მხარს არ უჭერს. პარტიაში პრეტენზიები კანდიდატის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით აქვთ და კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. ლომჯარიას ომბუდსმენად დამტკიცებას მხარს არ დაუჭერს არც „პატრიოტთა ალიანსი“.უჩა ნანუაშვილის შემცვლელის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს დღეს უყრის.

banner
წინა სტატიაშიუკანონო მშენებლობები – კალაძემ დემონტაჟის უფლება გასცა
შემდეგი სტატიაფინანსთა მინისტრი „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა