ენმ ხვალიდან ორ რაიონში საარჩევნო კამპანიას იწყებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივნის ნიკა მელიას თქმით, პარტია თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსს თმობს და მხოლოდ ორში – სამგორსა და გლდანში იყრის კენჭს.  ენმ ხვალიდან, 5 ივნისიდან, ამ ორ რაიონში საარჩევნო კამპანიას იწყებს.
“რაც შეეხება რეგიონებს, იქაც უნდა დავიწყოთ აქტიური საარჩევნო კამპანია. რა თქმა უნდა, განვიხილავთ ჩვენც კონკურენტ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შესაძლებლობას, იცით, რა შემთხვევაში? როცა ყველანი ერთად ქართველ ხალხს დავარწმუნებთ, რომ ძლიერი ოპოზიციური კანდიდატი იქნება მათი მხრიდან წარმოდგენილი რეგიონებში, ამ შემთხვევაში, მზად ვართ, რეგიონებშიც გამოვიჩინოთ ეროვნული ინტერესი და ეს ეროვნული ინტერესი არის ერთიანობა” – თქვა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ბრალდებულების მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
შემდეგი სტატიათუ პირს მოხმარებისთვის არასაკმარისი ნარკოტიკი აღმოაჩნდება, ის პატიმრობით აღარ დაისჯება