28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

ენმ ყრილობისთვის ემზადება

მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტია ყრილობისთვის ემზადება. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები მიანიშნებს, რომ პარტია შიდა ტრანსფორმირებაზე მუშაობს და ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები. 

მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს, ძლიერი, მებრძოლი. პარტია გახდეს ბევრად უფრო სახალხო, დემოკრატიული, გამჭვირვალე და ამით უზრუნვეყოფილი იყოს ბევრად უფრო მეტი სამართლიანობა პარტიის შიგნით. პარტიის წევრები, შემოწირულობების სახით, როგორც პარტიის საწევროს გადაიხდიან და აქედან გამომდინარე, დაეხმარებიან პარტიას იყოს ყველაზე დამოუკიდებელი ორგანზიაცია, ისევე როგორც ეს არის მთელ მსოფლიოში, ცივილიზებულ სამყაროში. ფინანსურად დამოუკიდებლობა ნიშნავს, ყველანაირად დამოუკიდებლობას, ძალიან ბევრ ჩვენს მომხრეს, რომელიც შედარებით უფრო პასიურია, უკან დაგვიბრუნებს, ან შეიძლება წავიდა და აქვს სურვილი ენმ-თან ერთად იბრძოლოს საქართველოს გადარჩენისთვის, ისინი დაგვიბრუნდებიან, ახალია ადამიანები მოვლენ. პარტიის თავმჯდომარეს აღარ ავირჩევთ, დიდი ალბათობით, ამ ყრილობაზე, რადგან გვინდა, რომ აღარც თავმჯდომარე ავირჩიოთ ისეთი ფორმით, როგორც ახლა არის და აღარც გენერალური მდივანი. გვინდა, იყოს ერთგვარი მმართველობითი საბჭო, რომელიც ამ ფუნქციას შეასრულებს. რა თქმა უნდა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, აუცილებელია, ერთი ადამიანი იყოს, რომელიც ფორმალურად პარტიის სახელით გარკვეულ დოკუმენტებზე ხელს მოაწერს და ასეთი ადამიანი იქნება შერჩეული, მაგრამ ეს იქნება ტექნიკური ფუნქციის შემსრულებელი და არა, იმ სტატუსით, რაც აქამდე ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

პარტიაში მოსალოდენელ ცვლილებებზე საუბრობს ლაშა ფარულავაც. მისი თქმით, ენმ ემზადება, რომ “ჰორიზონტალურ მმართველობაზე“ გადავიდეს.

ენმ ემზადება, რომ გადავიდეს ჰორიზონტალურ მმართველობაზე, მეტი პასუხისმგებლობა ჩვენ ამომრჩეველთან, წევრებთან, მოქალაქეებთან, გამჭვირვალობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კოლექტიური გადაწყვეტილებები არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ბრძოლა გავაგრძელოთ, – განაცხადა ფარულავამ.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის სავაჭრო ცენტრებში კრიზისი ღრმავდება — ერთ წელიწადში 2,3 ათასი ობიექტი დაიხურა
შემდეგი სტატია“არავის აქვს უფლება, უმრავლესობის პოზიციებს შეურაცხყოფა მიაყენოს”- გურამ მაჭარაშვილი