“ენმ” ხელისუფლებას მიმართავს – არ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც დააზარალებს მოქალაქეებს

ოპოზიციის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები მეოთხე დღეა ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმყოფებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ , რომ ოფისის შტურმის გადაწყვეტილება არ მიიღონ, რადგან ამით საფრთხე უდანაშაულო ადამიანებსაც ექმნება.

მათი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ გომელაურის უწყებამ არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც დააზარალებს მოქალაქეებს.

აქტივისტებს სურთ, რომ ნიკა მელია არ გაიყვანონ ოფისიდან, რათა სასჯელის დაკანონება არ მოხდეს. ისინი იმ დრომდე აპირებენ დარჩენას, სანამ ხელისუფლება უკან არ დაიხევს. ადგილზე იმყოფებიან ახალგაზრდებიც, რომლებსაც სურთ რეპრესიული ღონისძიებების დამთავრება.

აქტივისტები არ აპირებენ დაემორჩილონ გომელაურს და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს.

banner
წინა სტატიაში30 წლის კაცმა 10 წლის გოგოზე არასრულწლოვანთა თვალწინ იძალადა
შემდეგი სტატიაპატრიარქი – ეროვნული თვითმყოფადობისთვის ბრძოლაში ეკლესიაც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა