ვარდების რევოლუციიდან 22 წელი გავიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს რუსთავის ციხესთან მივიდნენ და სიმბოლურად ვარდებით მოითხოვეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება – ლიდერის, რომელმაც 2003 წელს კორუფციითა და სტაგნაციით დამძიმებული ქვეყანა რეფორმების გზაზე დააყენა.
იუბილეს მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილმაც წერილმაც გამოეხმაურა. პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შეეგუონ ივანიშვილის მმართველობას და ბრძოლა თავისუფლებისთვის გააგრძელონ.
















