ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ საზოგადოებასთან სასაუბრო ენა უნდა შეცვალოს.
„ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის ლიდერს ასეთი სასაუბრო ენა არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებასთან, რაღაც გადაბჟირება, საკმაოდ მდაბიო ტერმინოლოგიით საუბრობს, როგორც ვხედავთ. თუ ვინმეს რამე სურს, დასხდნენ, ჯერ დახურულ კარს მიღმა ისაუბრონ, შეთანხმდნენ და შემდეგ გააგრძელონ მედიასთან საუბარი, თუ ვინმეს მართლა საქმე უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის მორიგი მდაბიო პერფორმანსი“, – აცხადებს თეონა აქუბარდია.