ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურა წარადგინეს

4 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა პარტიის ცენტრალურ ოფისში. მათ პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურის წარდგენას დაუჭირეს მხარი.

ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობა ლევან ხაბეიშვილმა ივნისის დასაწყისში დატოვა. იგი ამ პოზიციაზე თინა ბოკუჩავამ შეცვალა.

„ნაციონალური მოძრაობა“ 8 ივლისს გეგმავს ყრილობის გამართვას და პარტიის ახალ თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას, ხოლო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის ოფიციალურად არჩევას.

ლევან ხაბეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობიდან 2024 წლის 8 ივნისს გადადგა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მსვლელობისას, ლევან ხაბეიშვილს სპეცრაზმელებმა სცემეს და მას კლინიკაში გადაყვანაც დასჭირდა. მას თავის არეში და სახეზე ძლიერი ცემის კვალი აღენიშნებოდა და უჭირდა გადაადგილება. მომხდარისთვის არავინ დასჯილა.

banner
წინა სტატიაშიშემაშფოთებელია, რომ სომხეთის წარმომადგენლებმა პირველად დაუჭირეს მხარი ამ რეზოლუციას, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის სომხურ დიასპორას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებისა და განმტკიცების პროცესში
შემდეგი სტატიაპუტინი: “თალიბანი” ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთის მოკავშირეა