33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

ენმ-ის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი თინა ბოკუჩავას ბრალდებებს პასუხობს

ენმ-ის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი თინა ბოკუჩავას ბრალდებებს პასუხობს.

“არასწორია ინფორმაცია, რასაც ქალბატონი თინა საუბრობს. პოლიტსაბჭოში არა 130, არამედ 119 ადამიანია, შესაბამისად, კვორუმი იყო და რა თქმა უნდა, უფლებამოსილია ეს პოლიტსაბჭოს გასული სხდომა, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები. მაგის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გადავდეთ თვითონ ყრილობა. მას უნდოდა, რომ ყრილობას დასწრებოდა. ყრილობა ისე გადავდეთ, რომელიც ახლა უნდა ჩაგვეტარებინა ივლისის ბოლოს, რომ ეგ ქალაქში ყოფილიყო. და ძალიან დიდი ბოდიში, რომ წესი და კანონი გვავალდებულებს, რომ ყრილობის წინ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართოს. შესაბამისად, ეს პოლიტსაბჭოს სხდომა იყო წინამოსამზადებელი სხდომა ყრილობისთვის, რომელი ყრილობაც დავუმიზნეთ ქალბატონი თინას თბილისში ყოფნას.

ყველა ქალაქგარეთიდან ჩამოვიდა, ნახევარი პოლიტსაბჭო. წესით ჩვენ, 8 ივლისს რომ გაგვივიდა ვადა, ვგეგმავდით იქიდან მოყოლებული ამ ყრილობას და სადღაც უწევდა ივლისი ბოლოს, ამ დღეებში უნდა ჩატარებულიყო.

მართალია, დაგვირეკა და გვითხრა, რომ 3 აგვისტომდე ქალაქში არ ვარ და იქნებ ისე გავაკეთოთ, რომ 4-5-დან ჩატარდეს ყრილობაო. დავეთანხმეთ, გადავწიეთ 1 კვირით, თუ 10 დღით”,- განაცხადა ცისკარიშვილმა.

დღეს თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ენმ-ის ბოლო პოლიტსაბჭოს სხდომა უფლებამოსილი არ იყო.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს სხდომა 30 ივლისს გაიმართა. მას ბოკუჩავა არ ესწრებოდა, რადგან თბილისში არ იმყოფება.
სხდომის დასრულების შემდეგ პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ენმ-ს ყრილობა 5 აგვისტოს ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა: ყრილობის ჩატარებამდე მე ვასრულებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოვალეობას
შემდეგი სტატიაუკრაინა: ივლისში რუსეთმა რეკორდული რაოდენობის სამხედრო მოსამსახურე დაკარგა