ენმ-ის განცხადება რუსთავის ციხესთან მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

რუსთავის ციხესთან აქციის მონაწილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ნაციონალური მოძრაობა. პარტია წერს, რომ “ქართული ოცნება ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობის უმცირეს ნაწილსაც კი რასაც უნდა გრძნობდეს ქვეყნის ხელისუფლება”.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რუსთავში, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ ოჯახს. სამწუხაროდ, ქართული ოცნება ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობის უმცირეს ნაწილსაც კი რასაც უნდა გრძნობდეს ქვეყნის ხელისუფლება.

მმართველი გუნდის ყველა ქმედება, ყველა ნაბიჯი, განპირობებულია ზიზღის, ბოროტების და შურისძიების ვიწრო პარტიული, დანაშულებრივი მოტივებით. დღეს, პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ხელი შეეშალა რუსთავში, ციხესთან გამართული პროტესტის ორგანიზებაში.

პოლიციის უკანონო ქმედებებმა და აქციის განლაგების შესახებ მათმა ულტიმატუმებმა გამოიწვია მასობრივი პროტესტისთვის სივრცის შეზღუდვა. ამას დაემატა ის რომ ადგილზე არ იყო მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების არც ერთი ბრიგადა.

სამწუხაროდ მსგავსმა მიდგომამ გამოიღო ფატალური შედეგი და სწრაფი სამედიცინო დახმარების ვერ აღმოჩენის გამო, ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად გარდაიცვალა საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას მცირედით მაინც გაიაზროს ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს პროტესტის მონაწილეების ჯანმრთლობის და სიცოცხლის უფლება, – წერს ნაციონალური მოძრაობა.

banner
წინა სტატიაშილაშა ბუღაძე: ასე როგორ შეგაშინათ ამ ერთმა კაცმა?
შემდეგი სტატიაინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე საქართველო, ვერ გაერკვა, რას ნიშნავს ჭამა – პაპუაშვილი