“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. გამოძიება 187-ე მუხლითაა დაწყებული, რომელიც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
შსს არ განმარტავს, არის თუ არა რამდენიმე ათეული თავდამსხმელისგან რომელიმე იდენტიფიცირებული.