“ენმ” ირაკლი ჩხვირკიას დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

“ენმ” ირაკლი ჩხვირკიას დაკავებას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას, რისი კიდევ ერთი გამოვლინებაც არის ირაკლი ჩხვირკიას დაკავება ბათუმის მოვლენების ორგანიზების აბსურდული ბრალდებით. აშკარაა, რომ რეჟიმი რეპრესიების ახალი ტალღით ცდილობს საკუთარი უმძიმესი დანაშაულების გადაფარვას.

ირაკლი ჩხვირკია პარტიული განაწესის დარღვევის გამო აღარ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თუმცა ერთია პარტიული დისციპლინის დარღვევა და მეორე – სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული, რაშიც მას ივანიშვილის პროკურატურა ბრალს სდებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები პირველივე დღიდან ცდილობდნენ ამ მოვლენების პოლიტიზებას და მათ გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ.

ენმ ყველანაირად მხარს დაუჭერს ირაკლი ჩხვირკიას.” ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჯარისკაცის ოჯახისგან დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობისთვის დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს
შემდეგი სტატიაარასაპარლამენტო ოპოზიცია მეორე არხზე გადაცამების დახურვას აპროტესტებს