ენმ იმ პირის ფოტოს ავრცელებს, რომელიც დღეს რუსთავში ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმ პირის ფოტოს ავრცელებს, რომელიც დღეს რუსთავში ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობდა. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს პირი ქართული ოცნების კოორდინატორი თამაზ ნოზაძეა.

შეგახსენებთ  ცოტა ხნის წინ დავით კირკიტაძემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ამომრჩევლის მოსყიდვას ახდენს. ნაციონალურმა მოძრაობამ ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

ფაქტი 30-ე საარჩევნო ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა.

“პირი, რომელიც კადრებში ჩანს, არის ქართული ოცნების კოორდინატორი თამაზ ნოზაძე, ის პარტიის წარმომადგენელი იყო 24 -ე საარჩევნო უბანზე. სამოყვარულო კამერამ დააფიქსირა, როგორ აძლევს ის ხმის მიცემის შემდეგ, საარჩევნო უბნიდან გამოსულ მოქალაქეს ფულს. მას შემდეგ, რაც ეს კადრები გავასაჯაროვეთ, ოცნებამ ეს ადამიანი უბნიდან გააქრო,” – განაცხადა  დავით კირკიტაძემ.

კირკიტაძის თქმით, კადრები ცხადყოფს, რომ სახეზეა ბიძინა ივანიშვილის პარტიის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

60241_cover_b

banner
წინა სტატიაში(video) “პროცესში მძიმე არტილერია მოშავო ელემენტებიც ჩაერთვნენ” – ინციდენტი ვაზისუბანში
შემდეგი სტატია(video) ხმაური და დაპირისპირება მარნეულში – 50-ე უბანზე პოლიციაა მობილიზებული