“ენმ” ემზარ კვიციანის ნდობის ჯგუფის წევრად შესაძლო დასახელებას ეწინააღმდეგება

ემზარ კვიციანის ნდობის ჯგუფის წევრად შესაძლო დასახელებას ეწინააღმდეგებიან ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ოთარ კახიძე ამის მიზეზად ჯგუფის წევრების ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების შესახებ საიდუმლო ინფორმაციაზე პირდაპირ წვდომის უფლებას ასახელებს.

„თუ უმრავლესობამ არ გადადგა ნაბიჯები, ემზარ კვიციანს პირდაპირ მისცემენ საშუალებას, რომ კანონიერად და ლეგალურად მიიღოს ინფორმაცია ნდობის ჯგუფის მეშვეობით, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის შესახებ, შესყიდვების შესახებ, საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი არ გახლავთ. ეს არის საფრთხე, ვინაიდან, როგორც ვიცით, ემზარ კვიციანი საქართველოში მოსკოვიდან დაბრუნდა,“ – აცხადებს ოთარ კახიანი.

რეგლამენტის მიხედვით კი, ისევე როგორც საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას, პატრიოტთა ალიანსს ნდობის ჯგუფში საკუთარი კვოტა ექნება.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ნდობის ჯგუფს საიდუმლო ინფორმაციებთან დაკავშირებით სერიოზული კონტროლი აქვს.

 

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ სამთავრობო გუნდი აქცენტს ეკონომიკურ წინსვლაზე გააკეთებს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: ამ მთავრობას ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება