ენმ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვს

ენმ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მანუჩარ ახალაიამ ისაუბრა, მთავრობა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად არაფერს აკეთებს.

ჩვენი ათი ათასობით მოქალაქე, რომელიც რისთვის გადმოდის ენგურის ხიდზე, ამასაც მინდა ხაზი გავუსვა – ეს ადამიანები გადმოდიან მედიკამენტების მისაღებად, საავადმყოფოებში, გადმოდიან იმისთვის, რომ პროდუქტები შეიძინონ და დაბრუნდნენ უკან და ამ დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი პრობლემები გადაიჭრას. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, პრემიერმინისტრისგან, რომ დღესვე, დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან მინისტრი ტიკარაძე”, – განაცხადა ახალაიამ.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია – ამ დროისთვის მოლაპარაკებების არანაირი ეტაპი არ მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპატრიარქი – ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს ხარების დღეს, დღესასწაულობს მთელი სამყარო