ენმ-ე განცხადებას ავრცელებს

“ივანიშვილის და მისი მართული ჯგუფის მიერ თავისუფალ მედიაზე შეტევა არაა ახალი, თუმცა ბოლო პერიოდში საზოგადოება გახდა მოწმე რუსთავი 2ზე და მის გენერალურ დირექტორზე განხორციელებული თავდასხმის ახალი ტალღისა.

ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები და მათთან დაახლოებული ადამიანების გამონათქვამებში სულ უფრო და უფრო გამოიკვეთა მუქარის ტონალობა.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი ხუნდაძის გამოსვლა ამის ნათელი დადასტურებაა. უფრო მეტიც, მისი რიტორიკა უკვე შეიცავდა ძალადობის განხორციელების აშკარა და რეალურ საფრთხეს. შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრებები კონკრეტული ადამიანების გამონათქვამებსა და მიდგომებზე, მაგრამ ძალადობის წახალისება დაუშვებელი და მიუღებელია.

მით უფრო ცინიკურია, როდესაც სიძულვილის ენასა და ნეგატიურ კამპანიაზე საუბრობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, მაშინ როდესაც დაარსებიდან ამ პარტიის, მთავარი და ერთადერთი სამოქმედო ხაზი არის განსახვავებული აზრის მქონე ადამიანების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების შეურაცხყოფა, მათ მიმართ სიძულვილის ენით საუბარი და ფეიკ ნიუსების გავრცელება, რევანში და საზოგადოებაში დაპირისპირების დათესვა.

შევახსენებთ ხელისუფლებას ადამიანის თავისუფლებაში უხეში ჩარევა, ფიზიკური ანგარიშსწორებისაკენ მოწოდება არის პირდაპირი ნაბიჯი ქვეყანაში დესტაბილიზაციის და შუღლის გაღვივების, რაზეც პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და რაშიც ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს”-ნათქვამია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიამას უნდა მენტალური ცვლილება და არა საკანონმდებლო – აკაკი ზოიძე ბილწსიტყვაობის აკრძალვის ინიციატივაზე
შემდეგი სტატია“დღეს სასამართლო არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორი დამოუკიდებელიც არ ყოფილა საქართველოში ისტორიაში” – ლევან მურუსიძე