უგულავა: ივანიშვილი ხაშლამასავით ჩამოატარეს ორი წუთით და გააქანეს

“ეგზიტპოლით ზეიმი, რაც ჩვენ ვნახეთ, საკუთარი ტელევიზიებით გამოცხადებული ეგზიტპოლი აბსოლუტურად არასერიოზულია. ძალიან არასერიოზული იყო ივანიშვილის გამოჩენა, ხაშლამასავით ჩამოატარეს ორი წუთით და გააქანეს. გავიგეთ, რომ ბატონ ივანიშვილს COVID-19-ის ეშინია, მაგრამ ზუსტად COVID-19-ის რომ ეშინია საზოგადოებას, სწორედ ამისთვის უნდა წავიდეს მთავრობა, მათ ჩააფლავეს პანდემიასთან ბრძოლა, ჩააფლავეს უმუშევრობასთან ბრძოლა და ჩააფლავეს კრიმინალთან ბრძოლა.

დღეს არის მთავარი, რომ ჩვენ გავუფრთხილდეთ თითოეულ ხმას, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა გვარგუნა, მოვუწოდებ ყველა კომიის წერს და ჩვენი პარტიის დამკვირვებლებს, თითოეულ ხმას აქვს ოქროს ფასი ”- ამბობს ევროპული საქართველოს წევრი და ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა. “იმედის ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ ქართულმა ოცნებამ 10-წუთიანი ღონისძიება ჩაატარა და სცენა დაშალა.

banner
წინა სტატიაში“ოპოზიციის ერთობის და კოალიციის გარეშე, ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოვიყვანთ”
შემდეგი სტატიანაციონალურ მოძრაობაში“ აგონიაში არიან, ეს იყო მათი უკანასკნელი გაფართხალება