“ენმ – ძალა ერთობაშია” პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” პარლამენტს საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შესწავლისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, სასამართლოებში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და “ქართული ოცნება” შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილ პირობებს არღვევს.

დეკანოიძის თქმით, კომისიამ უნდა დაადგინოს სასამართლოს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მართლმსაჯულების მიმართულებით კლანის გადაწყვეტილებები. დეკანოიძის თქმით, ანგარიში საერთაშორისო პარტნიორებს გადაეგზავნება.

ხატია დეკანოიძემ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასა და მუშაობას მხარი დაუჭირონ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში 21 წლის ახალგაზრდა მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“საქართველო გაყიდეთ!…და ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ?” – სტურუა