“ენმ” დღეს თედო კობახიძისთვის უფლებამოსილების დროებით შეჩერების საკითხს დააყენებს

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე “ენმ” იურდიული კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძისთვის უფლებამოსილების დროებით შეჩერების საკითხს დააყენებს.ოპოზიციის მტკიცებით, თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების გამოძიებამდე კობახიძეს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს.ამ წინადადებას უსამართლოს უწოდებენ “ქართულ ოცნებაში” და თვლიან, რომ კობახიძეს პირველ რიგში წაყენებული ბრალდებები უნდა დაუდასტურდეს.დღესვე, საკრებულოს სხდომაზე იგეგმება მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაახლოებით 4 მილიონით შემცირება. ოპოზიცია აუთვისებელ თანხებსა და თავის დროზე არასწორად დაგეგმილ ბიუჯეტზე საუბრობს.

banner
წინა სტატიაში“ასე უცბად გაუფასურება და შედარებით გამყარება, ეტყობა ადგილობრივი პროცესია” – ზაზა ხუციშვილი ლარის გაუფასურებაზე
შემდეგი სტატია(Video) ახალი მოდიფიკაციის 50 და 20-ლარიანი ბანკნოტების გაყალბებისა და გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს