ენმ-ის დანგრევის პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილზეა – გიგი უგულავა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიოდერი, გიგი უგულავა, აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის დანგრევის პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

ამის შესახებ უგულავა გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ ფაქტის გამოა მიხეილ სააკაშვილზეა გაბრაზებული.

„მე გაბრაზებული არ ვარ მიშაზე საერთოდ, ერთ ნაწილს თუ არ ჩავთვლით. ამაზე ნამდვილად გაბრაზებული ვარ იმიტომ, რომ პარტიის, რომელსაც ასეთი მისია ჰქონდა, ამის დანგრევის პასუხისმგებლობა მასზეა,“ – აცხადებს გიგი უგულავა.

თბილისის ყოფილი მერის თქმით, სააკშვილს ლიდერობაში არავინ ეცილებოდა და სწორედ მან დააყენა „არასწორი მოთხოვნა არჩევნების შემდეგ“ პარლამენტში არშესვლის თაობაზე.

მისი აზრით, გუშინდელ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა არაერთი არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიპარტია ორად გაიყო და ორი ჯგუფი ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე გააგრძელებს საქმიანობას – უგულავა
შემდეგი სტატია„მიშას გამო არ დავუჭერივარ ივანიშვილს, იმის გამო დამიჭირა რასაც ერთად ვაკეთებდით“ – უგულავა