ენმ-დან ბათუმის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი “ოცნების” წევრებს მოსყიდვაში ადანაშაულებს

“ნაციონალური მოძრაობიდან” ბათუმის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, რეზო ხარაზი “ქართული ოცნების” წევრებს მოსყიდვასა და პოლიტიკურ შანტაჟში ადანაშაულებს.

მისი განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხულოს მუნიციპალიტეტში, მერაბ ბოლქვაძემ, მმართველი გუნდის ზეწოლის შედეგად პარტია დატოვა. ხარაზის ინფორმაციით, მას სუს-ი და მმართველი გუნდი დაპირდა, რომ პარტიის დატოვების შემთხვევაში, ე.წ. ოცნების ქალაქში, სადაც ახლა მშენებლობა მიმდინარეობს, ბინას მისცემდნენ.

banner
წინა სტატიაშიხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
შემდეგი სტატიავლადიმერ გუცაევი: სოხუმი, „არარატი“, „ბენფიკა“,  “ლივერპული” ,   «კარლ ცაისი « , „რეალი“