ენმ ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. პარტიის ერთ-ერთ ლიდერის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, საქმე ეხება ცესკოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის მიერ 73-ვე საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თინათინ ბოკუჩავას თქმით, ცესკომ საჩივარი პოლიტიკური მოტივით არ დაკმაყოფილდა.

პარტიის წევრები სასამართლოში სარჩელს დღეს შეიტანენ. საჭიროების შემთხვევაში, ისინი ევროპული სასამართლოსთვის მიმართვასაც არ გამორიცხავენ.

„სამწუხაროდ, ცესკო არ მოქმედებს საარჩევნო კანონმდებლობიდან და საარჩევნო კანონმდებლობის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ღებულობს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს – მათ უგულებელყვეს და კენჭისყრით ჩააგდეს ჩვენი საჩივარი. შესაბამისად, დღეს ვაპირებთ, როგორც ეს კანონით დადგენილ ვადებში არის გათვალისწინებული, გავასაჩივროთ ცესკო-ს ეს უკანონო გადაწყვეტილება სასამართლოში და ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე იმისთვის, რომ საბოლოოდ მივიღოთ ის, რაც რეალურად გააუქმებს ამ არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს
შემდეგი სტატიალარი მცირედით გამყარდა