ენმ “ცენტრისტების” წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უახლოეს მომავალში, საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რათა პოლიტიკური პარტია „ცენტრისტები“ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სერგი კაპანაძემ ისაუბრა.

„ცენტრისტების რეკლამა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც საქართველოში რუსეთის პროპაგანდის გავრცელებას ხელს უწყობს და საქართველოს მოსახლეობას სერიოზულად აზიანებს აყენებს.

ჩვენ ვეთანხმებით სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება და ის შინაარსი, რომელსაც კლიპი მოიცავდა ანტიკონსტიტუციურია. ამიტომ, ენმ უახლოეს მომავალში საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში, 30 დეპუტატის მეშვეობით, მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს რომ ეს პოლიტიკური არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს.

მინდა ყველას გავახსენო ის, თუ რა უძღოდა წინ ამ ყველაფერს – ხელისუფლება ბედუკაძეს უნდა უმადლოდეს რომ 2012 წლის არჩევნები მოიგო, ამის მერე მათ ის პრაქტიკულად გმირად აქციეს და გაანთავისუფლეს ისეთი პასუხისმგებლობისგან რომელიც სასტიკ მოპყრობა/წამებას ეხება.

ამასთან, მას სახელმწიფო დაცვა იცავს, არის ერთერთი საინფორმაციო სააგენტოს მფლობელი, კარგად ვიცით, რომ ის თანამშრომლობს ხაინდრავასთან და ლეხაინდრავას სტუდიის კონსულტანტია.

გუშინდელი აღიარება კი, როცა განაცხადა, რომ ივანიშვილი ერთადერთია, ვისაც უსმენს და ვისი სიტყვაც მნიშვნელოვნად მიაჩნია, ცინიკური დამოკიდებულებაა. იმაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება, სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას ეკისრება. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს 8 ოქტომბერს”,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშისირია-თურქეთის საზღვარზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი : ერთი სული მაქვს, როდის დავუბრუნდები ჩემს ვენახს