,,ენმ” ბოიკოტის მიუხედავად ადიგენის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ სერგო რატიანის განმარტებით, პარტიამ მართალია საპარლამენტო არჩევნებს მარტვილსა საგარეჯოში ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ ადიგენში, ადგილობრივი არჩევნებზე მონაწილეობას იღებს, რადგან ეს ეხება კონკრეტული რაიონის მდგომარეობის შეცვლას.

„იმისათვის, რომ შეიცვალოს საარჩევნო კანონი არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციამ 200 ათასი ხელმოწერა შევაგროვეთ, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა გავაკეთეთ, მაგრამ გამგებლის არჩევნებს არანაირი კავშირი არ აქვს საპარლამენტო კანონთან.

როცა ჩვენ საპარლამენტო არჩევნები გამოვტოვეთ მარტვილსა და საგარეჯოში, მაშინ ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით, ამ შემთხვევაში გამგებელის არჩევნებზე, რომელსაც შეუძლია კონკრეტულ რაიონში მდგომარეობა შეცვალოს, შეუძლებელია პასუხისმგებლობის მქონე ძალამ უარი თქვას. აქ 3 წელიწადზეა საუბარი და კონკრეტულ ადამიანებს ეხება”- განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი: ესაა ტყუილი, ქართველი ხალხის შანტაჟი
შემდეგი სტატიასაქართველოში H1 N1-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა