ენმ აუდიტის სამსახურს ბათუმის მერიის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე აუდიტის სამსახურს მიმართავს.

ოპოზიციის წევრი უწყებას ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი რამდენიმე ორგანიზაციის შემოწმებას სთხოვს.

ქამადაძე ვარაუდობს, რომ მერიის სამსახურებში ადგილი აქვს ნეპოტიზმის, კორუფციასა და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვას.

მირდატ ქამადაძე განმარტავს, რომ არაერთხელ მოითხოვეს ინფორმაცია ბათუმის მერიის სიპებისა და აიპებისგან, თუმცა უარი მიიღეს.

ენმ აუდიტის სამსახურს მოუწოდებს დაინტერესდეს, რატომ არ გასცემს მერია საჯარო ინფორმაციას. ოფიციალური განცხადება უწყებაში ქამადაძემ დღეს შეიტანა.

banner
წინა სტატიაშიხმაური ფოთის საკრებულოში – ოპოზიცია სპორტულ სკოლებში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ მძარცველის დაკავებისას დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მოინახულა