„ენმ” აქციის გამართვის ადგილის შეცვლას არ აპირებს – პასუხი თელავის მერიას

„ნაციონალური მოძრაობა“ თელავში, აქციის გამართვის ადგილის შეცვლას არ გეგმავს. პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ალტერნატიული ადგილი, რომელსაც მათ მერია სთავაზობს ვიწრო ქუჩაა და მოშორებულია იმ ტერიტორიიდან, სადაც მათ სურთ აქციის გამართვა.

„გუშინ მერის წერილი მივიღეთ ყოვლად გაუგებარი, ყოვლად არაარგუმენტირებული და საუბრობს რაღაც თემებზე, რომელიც, პირველ რიგში, მისი საქმე არ არის და რაღაც დაცვის თემებზე საუბრობს, რომ ეს ტერიტორია სჭირდებათ ინაუგურაციის ტერიტორიის დასაცავად. ამიტომ, მინდა ვუთხრა მერიას, რომ ჩვენ ვაპირებთ ზუსტად იქ, ერეკლე მეორის ძეგლსა და 800-ს წლოვან ჭადარს შორის არსებულ მოედანზე მშვიდობიან საპროტესტო მანიფესტაციას. ამიტომ, პირიქით, თხოვნა და მოწოდება გვაქვს მათ მიმართაც, პოლიციის მიმართაც და ყველა იმ სტრუქტურის მიმართ, რომელიც ვალდებულია, დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება, რომ ჩვენ იქ ვაპირებთ მშვიდობიან აქციას, კეთილი ინებონ, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, რომელიც იქნება სრული ცივილიზებული ფორმით,“ – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენი ბრიფინგიც არ უნდა გამართოს, არჩევნების ლეგიტიმურ შედეგებს ვერ შეცვლის
შემდეგი სტატია“გარდაცვალება ვალდებულების შეწყვეტას არ იწვევს” – სამინისტრო გარდაცვლილებზე