ენმ-ის აქციაზე ადმინისტრაციული წესით 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოსთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციაზე, ადმინისტრაციული წესით 8 პირი დააკავეს.

საკრებულოს შენობასთან სამართალდამცველებსა და ენმ-ის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ოპოზიციონერ დეპუტატებს საკრებულოს სხდომაზე შესვლა სურდათ, თუმცა პოლიციამ ისინი შენობაში არ შეუშვა. გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს სხდომას მხოლოდ მედია და საკრებულოს წევრები დაესწრებოდნენ, გიორგი ალიბეგაშვილმა მიიღო.

სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის პუშკინის სკვერის 1 ლარად გადაცემის საკითხი, ასევე თაბორის მთაზე ტერიტორიის გადაცემის საკითხი დაამტკიცეს. ოპოზიცია სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღებას ეწინააღმდეგებოდა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ინფორმაციით, საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე 8 პირი დააკავეს
შემდეგი სტატია,,სუს-ის თანამშრომლები მართავდნენ დღეს მთელ ამ პროცესს”