ენმ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებულ კორუფციულ საქმეზე საუბრობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ლევან თარხნიშვილმა და ოთარ სირაძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებულ კორუფციულ სქმეაზე ისაუბრეს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშითაც დადასტურებულია.
„ერთიანმა ნაციონალურმ მოძრაობამ მრავალჯერ გაასაჯაროვა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ოლიგარქიულ/კორუფციული მმართველობის სქემა. სქემა არსებობს, როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეებზე. დღეს ჩვენ გვინდა მივუბრუნდეთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაგალითს, რომელიც უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშით არის დადასტურებული.
პოსტზე არჩევის შემდეგ საარჩევნო დაპირებების შესრულებისა და მოსახლოების პრობლემებზე ზრუნვის ნაცვლად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჩინოსნებმა თავისი და თავის ახლობლების კეთილდღეობაზე ზრუნვას მოკიდა ხელი. ისევე, როგორც მთლიანად ქვეყანაში გამგებლის „საქმიანობის“ შედეგებია:
1. სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და კორუფციული გარიგების ნიშნები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად 2014-15 წლებში გამარტივებული შესყიდვებით 134 ხელშეკრულება გააფორმა საერთო ღირებულებით თითქმის ორი მილიონ ლარზე. შედეგად, სერვისი შესყიდული იქნა ელექტორონული ვაჭრობის გარეშე ანუ უფრო მაღალ ფასად ვიდრე მოხდებოდა სრულყოფილი ტენდერის ჩატარებისას. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ხელშეკრულებები ფორმდებობდა კომპანიებთან, რომლებსაც მსგავსი საქმიანობისარ გააჩნდა არანაირი გამოცდილება, უფრო მეტიც მონაწილეობაც კი არ აქვს მიღებული არც ერთ სახელმწიფო ტენდერში (მაგალითად 2014 წლის 16 ოქტომბერს გააფორმდა ხელშეკრულება (N15)შ.პ.ს ,,მშენებელი2006“-თან)

2. მოსახლეობის პრობლემების უგულველყოფა. იგივე ანგარიშის თანახმად 23 შემთხვევაში სამუშაო არ შესრულებულა და გამგეობა იძულებული იყო დაეწესებინა პირსაგამტეხლო. თუმცა, 20 შემთხვევაში გამგეობამ ან არ საერთოდ არ დააკისრა კომპანიას თანხის გადახდა ან გაურკვეველი ვადით გადაუვადა. შედეგად მოსახლეობა დარჩა გზის, წყლის მომარაგების, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის გარეშე, ხოლო ბიუჯეტმა ხელმეორედ იზარალა 200 ათსაზე მეტი ლარით.

3. ნეპოტიზმი და ნათესავებისა და ახლობლების დასაქმება. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მესურვეებმა დაარღვიეს თვითმართველობის კოდექსით დაწესებული შტატგარეშე მოსამსახურეების ზღვრული ოდენობა და 4-ჯერ გაზარდა არსებული შტატები, რითიც ბიუჯეტის ხარჯზე დაასაქმა ახლობლები, ნათესავები და ქართული ოცნების აქტივისტები.

4. თანამდებობის ბოროტად გამოყენება. მუნიციპალიტეტის გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ კანონმდებლობის დარღვევით იქირავეს თავისივე მანქანები, რითიც კიდევ ერთხელ ზიანი მიაყენეს სახელმწიფოს ბიუჯეტს.

დღეს მოყვანილი ამბროლაურის მაგალითი შესაძლებელია გავავრცელოთ მთელ საქართველოზე. სწორედ ამიტომ 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ უნდა დაასრულოს ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მმართველობა და მისცეს ახალი ბიძგი ქვეყნის განვითარებას.“

banner
წინა სტატიაშიპროკურორი : ნაფიცმა მსაჯულებმა ღირსეულად გაართვეს თავი საპასუხისმგებლო მოვალეობას
შემდეგი სტატიაოთარ დანელია ჰოლანდიაში მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო