“ენმ” ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს – განცხადება ამის შესახებ აკაკი მინაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა ამ დოკუმენტში ბუნდოვანია:

„ამ ვერსიით, რაც წარმოდგენილია, ჩვენ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ შემდეგი მიზეზებით: ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა. აქ საუბარია გირაოზე და თქვენ კარგად იცით ნიკა მელიას პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ასევე, საუბარია ამნისტიაზე საკმაოდ ფართო გაგებით და მოიცავს იმ ადამიანებს, საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ძალის გამოყენებით ზიანი მიაყენეს რუსეთის წინააღმდეგ პროტესტის გამომხატველ ჩვენს მოქალაქეებს. ასეთ ამნისტიაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. სუსტი წერტილებია თუნდაც ის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კიდევ 2 წელი რჩება პოზიციაზე. გაურკვეველია როდის ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. გენერალური პროკურორი ისევ უნდა დარჩეს, საუბარი არაა ახალ მოსამართლეებზე, რაც ნიშნავს, რომ რეალური ცვლილებები ვერ განხორციელდება.

ის შემოთავაზება, რაც ეხება ვადამდელ არჩევნებს, ესაა არასწორი მიდგომა, რადგან თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდება” ამბობს მინაშვილი

ენმ-ში ამბობენ, რომ იმისთვის, რომ დოკუმენტს ხელი მოაწერონ, მნიშვნელოვანია, ნიკა მელია უპირობოდ გათავისუფლდეს, ასევე მკაფიო უნდა იყოს გიორგი რურუას გათავისუფლების მექანიზმები.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთში 27 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ – მზად ვართ, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განვიხილოთ