ენმ 11-12 ივლისს ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს ეხმაურება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 11-12 ივლისს ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს ეხმაურება.

ოპოზიციის წარმომადგენლები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს მოუწოდებენ, რომ საქართველოს მიერ თავდაცვის უნარიანობის გასაძლიერებლად გადადგმული ნაბიჯები გაითვალისწინონ და ქმედითი ნაბიჯები გადადგან ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, როგორც ქვეყანა, იმსახურებს ნატო-ს წევრობას. ჩვენ მოვუწოდებთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომ გაითვალისწინოს საქართველოს მიერ ამ 10 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები და გადადგას კონკრეტული ნაბიჯი, კონკრეტული რეზულტატები მისცეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით,“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაში„მიუღებელი და ცუდია, როდესაც მთავრობა ყოფს ვეტერანებს” – დავით ბაქრაძე მთავრობის დადგენილებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაფილმის ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე – საზოგადოებრივი მაუწყებლიდან შესაძლოა, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი გაუშვან