ENKA: მზად ვართ, გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერსებულ მხარესთან

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ENKA თბილისში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის პარალელურად განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი მზად არიან, გაგრძელდეს დისკუსია ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

“გვსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხეობის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი.

ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერსებულ მხარესთან.

მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ნებისმიერი საქმიანი ფორმატი, დიალოგის ყველა შესაძლებლობა, რათა პასუხგაუცემელი არ დარჩეს არც ერთი პრობლემური კითხვა და ფაქტებსა თუ არგუმენტებზე დაყრდნობით დაგარწმუნოთ, რომ ნამახვანჰესის პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება რიონის ხეობის მაცხოვრებლების და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ
შემდეგი სტატიაბუღაძე ნამახვანზე: კრემლის აგენტურისგან კულტურული განცხადებით გამიჯვნა საკმარისი არ არის