„ენჯეოებმა“, ოპოზიციამ, უცხოელმა აქტორებმა იარლიყი მიაკერეს კანონპროექტს, დაბლოკეს მსჯელობა – პაპუაშვილი

„ენჯეოებმა“, ოპოზიციამ, მათ შორის უცხოელმა აქტორებმა იარლიყი მიაკერეს კანონპროექტს, დაბლოკეს მსჯელობა, ახლა თუ მაინც არის ვინმე მზად, შინაარსობრივი მსჯელობისთვის და არა ყვირილისთვის, ამისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტექნიკურად შესაძლებელია, რომ შინაარსობრივი მსჯელობით რამეზე თუ მოხდება შეჯერება, ეს აისახოს საბოლოო რედაქციაში.

„მას შემდეგ, რაც კანონპროექტი დაინიცირდა, ორი თვეა, მიმდინარეობს დისკუსია. ყოველდღე ვცდილობდით, საგნობრივ დისკუსიაში შემოგვეყვანა როგორც ოპოზიცია, ისე „ენჯეოები“, განსაკუთრებით უცხოელი აქტორები. ნაცვლად საგნობრივი დისკუსიისა, ჩვენ ვიღებდით ყრუ კედელს, ლოზუნგებს, სლოგანებს, იარლიყებს. ამ იარლიყებს აწებებდნენ „ენჯეოები“, ოპოზიცია, მათ შორის უცხოელი აქტორები, რომლებიც ნაცვლად იმისა, შემოსულიყვნენ დისკუსიაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებთან, იარლიყი მიაკერეს კანონპროექტს, დაბლოკეს მსჯელობა და ევროპული, დემოკრატიული პროცესი. სწორედ ეს იყო რუსული სტილი, რასაც ვუყურებდით ორი თვე, დისკუსიის შიშით მოხდა იარლიყის მიკერება კანონპროექტზე.

თანახმა თუ იქნება უცხოელი აქტორი, ოპოზიცია, „ენჯეო“ თუ ნებისმიერი, იყოს შინაარსობრივი მსჯელობა კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ტექნიკურად არის შესაძლებელი, რომ შინაარსობრივი მსჯელობით რამეზე თუ შევჯერდებით, ვეტოს მეშვეობით აისახოს საბოლოო რედაქციაში. წინ არის ორი კვირა. ახლა თუ მაინც არის ვინმე მზად, შინაარსობრივი მსჯელობისთვის და არა ყვირილისთვის, ამისთვის მზად ვართ. რამეზე თუ შევჯერდებით, ტექნიკური საშუალებაც არსებობს, როგორ აისახოს

„ენჯეოები“, ოპოზიცია, უცხოელი აქტორები იარლიყებს აწებებდნენ. ევროპის ნატამალიც არ იყო იმაში, რასაც უცხოელი თუ შიდა აქტორების მხრიდან ვხედავდით. ეს იყო ტიპური რუსული სტილი მსჯელობის დაბლოკვისა, მეტიც, საბჭოთა სტილი, რომ აიკრძალოს დისკუსია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი პრეზიდენტის მიერ ევროპული პლატფორმის შექმნის იდეაზე – ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ მას არ აინტერესებს კონსტიტუცია
შემდეგი სტატიაშურისძიების მოტივით, მეზობელს სახის არეში ხელი დაარტყა – პროკურატურა