ენგურის ხიდზე მდუმარე აქცია გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, რუხში, ენგურის ხიდზე, მდუმარე აქცია გაიმართა.

მდუმარე აქციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად შეუერთდა.

,, 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღე საქართველოს ისტორიაში უმძიმესი დღეა, აფხაზეთი ჩვენი უდიდესი ტკივილია. სიმბოლურად ენგურის ხიდიდან ვეუბნებით აფხაზებს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩვენ აფხაზეთში მშვიდობით დავბრუნდებით, ეს ჩვენი მთავარი სლოგანი და ამოცანაა. ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად წარმატებულ და ღირსეულ საქართველოს ავაშენებთ“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

აქციის სლოგანი იყო ,,მშვიდობით დავბრუნდებით“.

banner
წინა სტატიაში“უკვდავების გადაძახილი” -26 წლის წინ დაღუპული თანამემამულეების გახსენება
შემდეგი სტატიაბესელია კარტებს ხსნის: ჩუგოშვილი ესწრებოდა შეხვედრას, სადაც ივანიშვილმა ჩინჩალაძის სიის მხარდაჭერა მთხოვა