ენგურის ხიდზე კარვები დადგეს, სადაც მოქალაქეებს ტესტირებას უტარებენ

ერთწლიანი ჩაკეტვის შემდეგ ენგურის ხიდზე მიმოსვლა განახლდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის 5 დღიანი სავალდებულო კარანტინი გაუქმდა.

ენგურის ცენტრალურ ხიდზე კარვები დადგეს, სადაც მოქალაქეებს ტესტირებას უტარებენ. მოეწყო დაყოვნების სივრცეც.

ენგურის მეორე მხარეს, სადაც რუსი ოკუპანტების საკონტროლო პუნქტებია დილიდან ხალხის დიდი რიგი დგას.

banner
წინა სტატიაშიჩარკვიანი – ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს სულ თაღლითი, გაიძვერა და მევახშე ეძახა და იმ პარლამენტში პირდაპირ ელისაშვილის გვერდით დასაჯდომად შედიან
შემდეგი სტატიაპოლონეთში სამკვირიანი კარანტინის შემდეგ საბავშვო ბაღები გაიხსნა