ენგურის ხიდი სრულად გაიხსნა

2021 წლის 5 ივლისიდან ენგურის ე.წ. გადასასვლელი სრულად გაიხსნა – ინფორმაციას “შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის” სამინისტრო ავრცელებს.

“უკვე წელიწადზე მეტია, რაც საოკუპაციო რეჟიმმა, თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვები დააწესა, რომელთა ეტაპობრივი მოხსნა 2021 წლის 11 თებერვლიდან მოხერხდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაწეული ძალისხმევის შედეგად.

როგორც ცნობილია, აღნიშნული პირველ ეტაპზე ითვალისწინებდა გადაადგილების უფლებას მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის (ხანდაზმულები, პენსიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები), დღეს კი თავისუფალი მიმოსვლა სრულად არის აღდგენილი ნებისმიერი პირისთვის”,- წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება
შემდეგი სტატიაკახეთში ჟურნალისტებმა აქციაზე დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადეს