ენგურის ადმინისტრაციულ საზღვარზე აფხაზები შეზღუდვებს აწესებენ

აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ენგურის ადმინისტრაციულ საზღვარზე დაწესებულია დროებითი შეზღუდვები. როგორც უწყებაში აცხადებენ, „საქართველოში მიმდინარე საპროტესტო პროვოკაციული აქციები ეხება აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობას. აქციები ტარდება ზუგდიდის რაიონშიც, რომელიც ესაზღვრება აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიას. უშიშროების სამსახურის მიერ შემუშავებულია და რეალიზაციაშია აუცილებელი ზომების კომპლექსი. შეზღუდულია საქართველოს ტერიტორიიდან უცხოელი მოქალაქეების შესვლა და აფხაზეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთის მოქალაქეების გამგზავრება“.

banner
წინა სტატიაშიგახარია: გამოძიების დასრულებამდე არ გადავდგები
შემდეგი სტატიათქვენ ხალხის თვალში უკვე გახდით სისხლიანი ჯალათი, მე მგონი სჯობს – გადადექით