ენგური – პირობითი საზღვარი აფხაზეთთან თუ რუსეთთან?

/რუსეთი ხელისუფლება, რომ თავისი ქმედებეით ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველოს ტერიტორიების მითვისებას და დაკანონებას აპირებს, ეს არავისთვის სიახლე არაა. რუსეთმა უკვე ღიად დაიწყო საუბარი, მასსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებს შორის არსებული საზღვრის მოშლის შესახებ, რისი პირველი პრეცედენტი აფხაზეთში ჩასული მაღალი რანგის დიპლომატის განცხადება იყო.

,,თაიმერის,,  ინფორმაციით, აფხაზეთისა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხელისუფლებასთან დაახლოებულ წრეებში  უკვე მიდის აქტიური საუბრები ფსოუზე საკონტროლო გამშვები პუნქტების  გაუქმებისა და საზღვრის მოშლის  შესახებ… რაც განხორციელების შემთხვევაში, საქართველოსთვის ენგურზე,  აფხაზეთთან არსებულ პირობით საზღვრის, რუსეთთან არსებულ პირობით საზღვრად გადაგქცევას ნიშნავს. მდინარე ენგურზე 1-2 წლის შემდეგ მოსალოდნელია, რომ რუსეთ-საქართველოს პირობითი საზღვარი გვქონდეს.

აფხაზური მედიის ცნობით, უკვე მზადდება დოკუმენტი, რომლის თანახმად რუსული მხარე გამოყოფს თანხებს, ენგურის გადასასვლელებზე სასაზღვრო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად. ფსოუდან ენგურზე საზღვრის გადმოტანა ნამდვილად არ უკვირთ დე-ფაქტო რესპუბლიკაში, რომლის  ბიუჯეტში რუსეთიდან განხორციელებული დოტაცია  77 %  შეადგენს…

გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთს საკუთარი ხარჯებით ეკონომიკური არსებობა ამ მომენტისთვის არ შეუძლია და რუსეთის ხელის შემყურეა,  რუსეთის ხელისუფლებისაგან გასაკვირი არ იქნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს აფხაზეთი რუსულ   გუბერნიად გამოაცხადონ.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
შემდეგი სტატია(ფოტოკოლაჟი) როგორ გამოიყურება სამების ტაძარი