ენგურჰესში აწეულ წყლის დონეს შეიძლება, წყალმოვარდნები მოჰუყვეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 8, 2016 19:23

ენგურჰესში აწეულ წყლის დონეს შეიძლება, წყალმოვარდნები მოჰუყვეს

engurhesiარამდგრადმა ამინდმა და უხვმა ნალექმა ენგურგესზე წყლის დონე აწია. ამის გამო საჭირო გახდა ენგურჰესის თაღოვანი კაშხლიდან ზედმეტი წყლის დაღვრა, რომელიც წამში 400 კუბურ მეტრს აღწევს. გამორიცხული არაა, აღნიშნულმა პროცესმა სამეგრელოს ტერიტორიაზე წყალმოვარდნებიც გამოიწვიოს, – განუცხადა “თაიმერს” ენგურჰესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ. მისივე თქმით, ენგურჰესიდან ამ წუთებშიც მიმდინარეობს ზედმეტი წყლის დაღვრა.
„ამ დონეს არ შეიძლება, საფრთხე მოჰყვეს, თუმცა გამორიცხული არაფერია. თუ წამში 1000 კუბური მეტრი წამოვიდა, ეს ალბათ, პრობლემებს შექმნის. სამწუხაროდ, ამას ვერ გავაკონტროლებთ. იმედია, ვითარება არ გართულდება,“ – ამბობს მებონია.
მისივე თქმით, ხვალ მესტიაში, დილის 10 საათამდეა, უამინდობაა ნავარაუდევი. გამოდარების შემთხვევაში კი, წყლის დონე ენგურჰესზე დაიწევს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 8, 2016 19:23