ენგურჰესი და ვარდნილჰესი, როგორ მოხდა, რომ გაქრა აფხაზეთის სახელმწიფო საკუთრებიდან?

zantaria
zantaria

zantariaზანტარაიამ განაცხადა: ,,დანადგარები აფხაზეთის ტერიტორიაზეა, ხოლო ჯებირი საქართველოს ტერიტორიაზე. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არაა ასეთი სიტუაცია, როდესაც ჰიდროენერგეტიკული კომლექსი, გაყოფილია ორ მტრულად განწყობილ ქვეყანას შორის. მან ასევე შეახსენა ჟურნალისტებს, რომ 1992-93 წლებში, აფხაზეთი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უშუქოდ დარჩა და მაშინ საქართველოსთან მოხდა მოლაპარაკება, რომ ჰესის დეპოლიტიზაცია მომხდარიყო, ისე რომ არც ერთ მხარეს არ დაეკარგა ის და აფხაზეთს, მისთვის საკმარისი ენერგია მიეღო!

როგორც ზანთარაიამ აღნიშნა, ომის შემდგომ წლებში და დღესაც, აფხაზეთს არ ჰყავს სპეციალისტები და არც სახსრები აქვს იმისთვის, რომ მოემსახუროს როგორც ენგურჰესს, ასევე ვარდნილჰესების კასკადს. ,,აფხაზური მხარე კი, არანაირად არ ეხმარება ქართულ ენგურჰესს, რომლის დირექტორი ლევან მებონიაა. იგი მხოლოდ აფხაზური მხარის მიერ მოხმარებული ენერგიის ანგარიშს გვაწვდის. ზანთარიას განცხადებით “სადგურს რომ ემუშავა გამართულად ჩვენ იძულებული შევიქმენით ენგურჰესსზე ქართველი სპეციალისტების მომსახურეობას დავთახმებულვიყავით”

კითხვაზე: ,,სად მიდის მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიაზე გადახდილი ფული, თუ ჰესს ქართველი სპეციალისტები ემსახურებიან და ინახავენ?,, ზამთარაიამ განაცხადა: ,, ის 40 კაპიკი, რასაც კილოვატ ენერგიაზე იხდის მოსახლეობის არც თუ ისე დიდი ნაწილი, მიდის ენერგომეურნეობაზე, თუმცა ეს ტარიფი ქსელის შენახვასაც ვერ უზრუნველყოფს ნორმალურად”

ზანთარაიას ჰკითხეს, თუ არტომ არ აიყვანა მან ჰესები ,,ჩერნომორენერგოს,, ბალანსზე… რაზეც მან უპასუხა: ,,არსებობს სერიოზული პრობლემები. რომ აღწერო მთელი ქონება, ამისთვის საჭიროა ამ თემაზე მომუშავე სპეციალური ორგანიზაციიდან, ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა… ეს ძვირი სიამოვნებაა და ამისი სახსრები ჩვენ არ გვქონდა, ამას გარდა გასათვალისწინებელია სადგურების ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც 100 ტომამდეა, ის თბილისში დევს და ჩვენ მას არავინ მოგვცემს!!” ზანთარაიას თქმით, უმთავრესია აფხაზეთსა და საქართველოს შორის დოკუმენტალურად გაფორმდეს ჰესების შესახებ ექსპლუატაციის ხელშეკრულება.

მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რეზო ზანთარია აცხადებს, რომ მისი მხრიდან, ქონების დატაცებას, გაფლანგვას და გადასახადებისაგან თავის არიდებას ადგილი არ ჰქონია და ამას სასამართლო თვითონაც გაარკვევს. ,,რაც შეეხება სამივლინებო ხარჯების გაცემას, ეს ხალხი სახეზეა და თვითონ დაადასტურებენ, რომ ფული რეალურად აიღეს და ჩვენ მათგან სარგებელი არ მიგვიღია”

მან ისაუბრა აგრეთვე ქართულ სოფელ განმუხურზე, რომელსაც ელექტროენერგია გალის რაიონიდან მიეწოდება და აღნიშნა, რომ ადრე მომხდარი საბოტაჟის ფაქტები არ მეორდება და ამ სოფლის მოსახლეობა, 2005 წლიდან, კეთილსინდისიერად უხდის გალის რაიონს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა, ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ექვსი კანდიდატურა წარუდგინა
შემდეგი სტატიაპუტინმა ფიზიკური პირების გაბანკროტების შესახებ კანონს მოაწერა ხელი