ENGO-ები ნამახვანჰესის კასკადზე მშენებლობის ნებართვის შესაჩერებლად დღეს სასამართლოს მიმართავენ

ნამახვანჰესის კასკადზე მშენებლობის ნებართვის შეჩერების მოთხოვნით დღეს, 5 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები “საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაცია” და “მწვანე ალტერნატივა”.

მათი განმარტებით, ნამახვანჰესის მშენებლობა ისე ხორციელდება, რომ მნიშვნელოვანი გარემოებები სათანადოდ არაა შესწავლილი.

“ჩვენ მივმართავთ თბილისის საქალაქო სასამართოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, კერძოდ, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული მშენებლობის ნებართვის შეჩერების მოთხოვნით. ამ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით არის ბევრი კითხვისნიშანი, არ არის სათანადოდ გამოკვლეული ბევრი გარემოება, ბევრი გარემოება საერთოდ არ არის შესწავლილი”, – თქვა საიას თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტში საქართევლოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე დებატები 9 მარტს გაიმართება
შემდეგი სტატიაოსტინი – აშშ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად