17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ენერგოომბუდსმენის სამსახური ბუნებრივი გაზის დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს

ენერგოომბუდსმენის სამსახური ბუნებრივი გაზის დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა.

„ბოლო რამდენიმე დღეა ენერგოომბუდსმენის სამსახურს მომხმარებლები აქტიურად მომართავენ და გამოთქვამენ პრეტენზიებს ბუნებრივი გაზის მკვეთრად გაზრდილი გადასახადების გამო.

პირველ რიგში, ენერგოომბუდსმენის სამსახური განმარტავს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა.

გაზრდილი ხარჯი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის:
• მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვა
• მრიცხველის ტექნიკური დაზიანება
• კერძო სახლებში, სადაც გაზის ქსელი ეზოშია განთავსებული, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის პერიოდში შესაძლებელია, რომ ქსელის გარკვეული მონაკვეთები დაზიანდეს და წარმოიშვას გაზის გაჟონვა, რაც, შესაძლოა, გახდეს მოხმარებისა და გადასახადის ზრდის მიზეზი;
• ასევე სხვა ფაქტორები, რაც თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შესწავლის საგანია.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.

მომართვის შემთხვევაში:
• დაიწყება საქმის სამართლებრივი შესწავლა
• შეფასდება დარიცხვის კანონიერება
• მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეუწყდებათ სადავო თანხის გადაუხდელობის გამო, დავის დასრულებამდე.

📩 მოგვმართეთ შეტყობინებით ან ოფიციალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.

ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქუჩა №27ბ
ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის ქუჩა №16
577149912; 591494949; 577222281; 577310073

ქ. თელავი, ერეკლე მეორის ქუჩა №16
591075031

ქ. ბათუმი, კლდიაშვილის ქუჩა №10
591 22 88 22

ჩვენი მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა და სამართლიანი გადაწყვეტა”, – აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიფრინველთა არალეგალური სასაკლაო იმერეთში — სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერა
შემდეგი სტატიაიურიდიული დახმარების სამსახური კობახიძის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება