რუსეთის ენერგოობიექტებზე უკრაინული დრონების მუდმივი თავდასხმების გამო, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ყაზანში საწვავზე შეზღუდვები შემოიღეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტომასალით ირკვევა, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე განცხადებებია გაკრული, რომელთა მიხედვითაც თითო მანქანაზე მხოლოდ 20 ლიტრი ბენზინი გაიცემა.
დიზელის საწვავზე კი ლიმიტი ფიზიკური პირებისთვის 40 ლიტრს შეადგენს. მსგავსი შეზღუდვები რამდენიმე კვირაა ანექსირებულ ყირიმსა და კრასნოდარშიც მოქმედებს.
















