“ენერგო პრო:” ტყუილი იქნება გითხრათ, რომ სავალუტო კურსის მერყეობა ჩვენზე გავლენას არ იქონიებს

ტყუილი იქნება გითხრათ, რომ სავალუტო კურსის მერყეობა ჩვენზე გავლენას არანაირად არ იქონიებს, ეს ნამდვილად თავის მოტყუება იქნება – განაცხადა სემეკ-ში მიმდინარე სხდომაზე ”ენერგო პრო ჯორჯიას” და ”ჯიფაუერის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ:

,,გაიზარდა თბოელექტროსადგურების ტარიფები და ტყუილი იქნება გითხრათ, რომ სავალუტო კურსის მერყეობა ჩვენზე გავლენას არანაირად არ იქონიებს. ეს ნამდვილად თავის მოტყუება იქნება. თბოსადგურების შემთხვევაში ამის ასახვა მოხდა და ვნახოთ, რა მოხდება სამომხმარებლო ტარიფის შემთხვევაში, ეს კითხვა სემეკს ეკუთვნის. დაველოდოთ რამდენიმე დღეში მოხდება ამის გაცხადება”, – განაცხადა ბოცვაძემ.

სემეკი დღევანდელ სხდომაზე 4 თბოელექტროსადგურისთვის ტარიფის დადგენაზე მსჯელობს.

banner
წინა სტატიაშიმაია რჩეულიშვილი პატიმრობაში რჩება
შემდეგი სტატიაგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირველი მოადგილე გიორგი წვერავა თანამდებობიდან გაათავისუფლა