„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში უამინდობის გამო, ენერგომომარაგების მასშტაბური წყვეტა არ მომხდარა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ყველა რაიონული ცენტრის ენერგომომარაგება სტაბილურად ხორციელდება, თუმცა ზოგიერთ სოფელში, სადაც კლიმატური პირობები განსაკუთრებით გაუარესებულია, მაგალითად ზემო აჭარაში, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.

„მიუხედავად იმისა, რომ უამინდობის გამო, დაზიანების ადგილებამდე მისვლა რიგ შემთხვევებში გართულებულია, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში, რომ დღის ბოლომდე აღადგინოს აბონენტების ენერგომომარაგება“, – აცხადებენ კომპანიაში.

banner
წინა სტატიაშილატვიის ელჩი იანის ზლამეცი საქართველოს შეჩერების მექანიზმზე მიღწეულ შეთანხმებას ულოცავს
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკი შეჩერების მექანიზმზე მიღწეულ შეთანხმებას “ტვიტერზე” ქართულადაც გამოეხმაურა