„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

28 სექტემბერს, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, – ამის შესახებ „თაიმერს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 19:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 6765 აბონენტს ზაჰესში მშვიდობის, ენერგეტიკების, კასკადის, ჭიჭინაძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე გლდანში, მამკოდაში, თიანეთის გზატკეცილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

banner
წინა სტატიაში16 არასამთავრობო ორგანიზაცია შს სამინისტროს მიმართავს, შეწყვიტოს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევა
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული გიორგი ფანჯავიძე მოსამართლემ ხელწერილით გაათავისუფლა