“ენერგო-პრო ჯორჯია”: უამინდობით გამოწვეული ქსელების დაზიანების გამო, ყველაზე მეტად გურიისა და აჭარის რეგიონები დაზარალდა

განუკითხაობა ,,ენერგოპროს,, მხრიდან გრძელდება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” განცხადებით, გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ძლიერი წვიმა და ქარი, მაღალმთიან რეგიონებში კი ძლიერად თოვდა , რის გამოც დაზიანდა როგორც მაღალი ძაბვის, ისე დაბალი ძაბვის გადამცემი ხაზები.

კომპანიის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში, 50 000-მდე აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, შეზღუდული აბონენტების ნაწილისთვის მოხერხდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, თუმცა, დილით სტიქიის გამო კვლავ მოიმატა გათიშული აბონენტების რიცხვმა. ყველაზე მეტი აბონენტი გათიშულია გურიისა და აჭარის რეგიონებში, თუმცა მცირე შეზღუდვებია სხვა რეგიონებშიც.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, “ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა შეძლებისდაგვარად, დროულად, დღის განმავლობაში განახორციელოს სტიქიის გამო დაზიანებული ქსელის რეაბილიტაცია და აბონენტებისთვის ელექტროეერგიის მიწოდების აღდგენა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება
შემდეგი სტატიაიაშვილის კლინიკის ექიმები გაიფიცნენ