8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

„ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვენ – აღნიშნული ზარები არის ცრუ შინაარსის და არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს კომპანიასთან,- სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ზარები არის ცრუ შინაარსის და არანაირი კავშირი არ აქვს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან”.

„სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ცხელ ხაზზე დაფიქსირებული მრავალრიცხოვანი შეტყობინების თანახმად, აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით, თითქოს მრიცხველის ჩვენების გადამოწმების მიზნით, პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვენ.

კომპანია კატეგორიულად აცხადებს, რომ აღნიშნული ზარები არის ცრუ შინაარსის და არანაირი კავშირი არ აქვს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან”.

“ჩვენი მხრიდან მსგავსი ფორმით პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვა არ ხდება. მივმართავთ ჩვენს აბონენტებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და არ ენდონ საეჭვო ზარებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პრეზიდენტი მოკავშირეებს აშშ-ისა და ჩინეთის წინაშე სიმტკიცის გამოსახატად გაერთიანებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ უფასო სასადილოებისთვის განკუთვნილი თანხის მითვისების საქმეზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა