ენერგო-პრო ჯორჯია კვლავ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობს

ენერგო-პრო ჯორჯია კვლავ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობს

ენერგო-პრო ჯორჯია კვლავ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობსსს ენერგო_პრო ჯორჯია განაგრძობს საგანგებო რეჟმში მუშაობას, საქართველოს რეგიონებში უამინდობის გამო გამოწვეული ენერგოშეზღუდვების შემცირების მიზნით. ამ დროისთვის, კომპანიის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გრძელდება მუშაობა ამ აბონენტებისთვის ენერგომომარაგების აღსადგენად.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობენ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში; რთული მდგომარეობაა ჭიათურაში, სადაც #ენერგო_პრო ჯორჯიამ სამუშაოების ოპერატუიული წარმოებისთვის დამატებითი ტექნიკური ბრიგადები შეიყვანა. ადგილზე იმყოფება კომპანიის სათაო ოფისის ხელმძღვანელობა, რომელიც ზედამხედველობას უწევს სამუშაოების მიმდინარეობას. გუშინ, დღის მეორე ნახევარში უამინდობამ აღმოსავლეთ საქართველოში გადმოინაცვლა და აბონენტების ყველაზე დიდი რაოდენობა, ვისაც შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია არის შიდა ქართლსა და სამცხე ჯავახეთში; შედარებით მცირე, მაგრამ შეზღუდვებია ქვემო ქართლშიც. კომპანიის ზარალი სოლიდურია; პირველადი მონაცემებით 200-ზე მეტი ელექტრობოძია გადატეხილი. სხვა სახის ზარალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ენერგო-პრო ჯორჯია საგანგებო რეჟიმში იმუშავებს იმ დრომდე, სანამ სრულად არ აღდგება კომპანიის აბონენტების ენერგომომარაგება.

banner
წინა სტატიაშიადვოკატის ცემის ბრალდებით ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი დააკავეს
შემდეგი სტატიათბილისის მერი დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით საუბრობს